არმაზ ახვლედიანი - ერთობა შედგა, ეს არის დასაწყისი

ერთობა შედგა. ეს არის დასაწყისი-მიმაჩნია, რომ ის გაიზრდება, - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობას" წევრმა არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ერთიანობის იდეას ალტერნატივა არ გააჩნია.

"ერთობა შედგა. ეს არის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ერთობის, ერთიანობის იდეას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩემთვის, ეს არის ერთიანი ხედვა საქართველოს დღევანდელ უმთავრეს საჭიროებებთან დაკავშირებით.

პირველი: დავასრულოთ ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი.

მეორე: დავასრულოთ საქართველოში უსამართლო მმართველობების ციკლი.

ამიტომ ვარ ამ გაერთიანებაში. მიმაჩნია, რომ ის გაიზრდება. წარმატებას ვუსურვებ ყველა სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებსაც. დღეს ერთი გამოწვევა და ამოცანა გვაქვს, ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ მასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებას, რომ ის პოლიტიკურად სანდო არ არის, არმაზ ახვლედიანმა განმარტა, რომ "ქართულ ოცნებაში" ის საკუთარი ინიციატივით არ მისულა და "ქართულ ოცნებაში“ ყოფნა ლაქად არ მიაჩნია.

"ქართულ ოცნებაში" ჩემი ინიციატივით მე არ მივსულვარ. მე არ მივდივარ გამარჯვებულთან, ეს ჩემი პრინციპია. ივანიშვილმა მთხოვა და შეთანხმება გვქონდა, რომ შევძლებდით „ქართული ოცნების“, მმართველი ძალის გადემოკრატიულებას.

მისვლიდან 1-2 თვეში [2013 წელზეა საუბარი] აღმოჩნდა, რომ იქ უმცირესობაში ვიყავით, ვისაც დემოკრატიული პროცესი გვსურდა "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობა იყო, ვისაც ძველებურად უნდოდა. ცხადია, ჩვენი გზები გაიყო. პრობლემა არ მაქვს, "ქართულ ოცნებაში“ რომ ვიყავი, ლაქად არ მიმაჩნია. ბოლომდე რამდენიმე ადამიანთან ერთად დავიხარჯე, რომ თავიდანვე ნორმალური ვითარება ყოფილიყო. საუბედუროდ, ეს არ გამოვიდა. რის გამო არ გამოვიდა, ვინ აგებს პასუხს, როგორც ჩანს, ითქმება“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის, ახალი საარჩევნო პლატფორმის „ერთობის“ წარმომადგენლები დღეს დილით, არაფორმალურ გარემოში - პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური გეგმები იყო. პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია 8 ივლისს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გაიმართა. გაერთიანების სახეები პარტიის ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ წარადგინა. "ერთიანობას" შეუერთდნენ: გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, სოფო ჯაფარიძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა დიაროვი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „რამდენად ამორალურია, ადამიანი, არმაზ ახვლედიანი, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში იყოს. წარმოუდგენელია, რომ მე შეიძლება იქ აღმოვჩნდე. ალბათ, ცოცხალი არ უნდა ვიყო, რომ მე „ნაცმოძრაობის“ რიგებში აღმოვჩნდე“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა