საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა.

„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც თქვენს მიმავალს უზრუნველყოფს და რაც, თქვენი მაღალკვალიფიციური კადრად ჩამოყალიბების გარანტიაა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა, გამოთქვა სურვილი სწავლა-სწავლების შემდგომი საფეხური ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცეს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია მშვილდაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა მაისურაძემ, ფაკულტეტის მენეჯერმა რეზი გურგენიძემ, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

სტუ-ის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წელს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების კურსი 67-მა სტუდენტმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიმბოლური დიპლომები გადაეცათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი არსებობის ას წელზე მეტს ითვლის. ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „ქიმია“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - „გარემოს დაცვითი ინჟინერია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „მეტალურგია“; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე - „მასალათმცოდნეობა“; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - „ფარმაცია“; საბაკალავრო პროგრამაზე - „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია“. პირველად ხორციელდება მიღება საბაკალავრო პროგრამაზე - „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა“. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან, პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია