m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, Carpeteria-მ სპეციალური კოლექცია შექმნა

ხელნაკეთი ხალიჩების და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა - Carpeteria, m2-ის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, სპეციალური კოლექცია შექმნა.

გამორჩეული დიზაინის ხელნაკეთ სახლის აქსესუარებზე Carpeteria-მ m2-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში იმუშავა. კოლექცია უმაღლესი ხარისხის ქართული შალის ძაფებითაა შექმნილი და ის ხალიჩებს, სარკეებსა და ბალიშებს აერთიანებს. ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს „კარპეტერიას“ ვებ-გვერდზე - www.carpeteria.ge შეუძლია.

“m2 -სა და ადგილობრივ ბრენდებთან კოლაბორაციის იდეა ძალიან მალე გაჩნდა, მას შემდეგ რაც ბაზარზე შემოვიტანეთ ჩვენი ახალი გზავნილი - “იცხოვრე შენი ცხოვრებით”. პროექტს ორი მიზანი აქვს: ჩვენი შეტყობინების მომხმარებელთან უფრო ახლოს მიტანა და ქართული, ეროვნული ბრენდების მხარდაჭერა. რაც შეეხება Carpeteria-სთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, სახლის აქსესუარებს ყოველწამიერად შეუძლიათ ჩვენი შთაგონება და ჩვენთვის იმის შეხსენება, რომ ერთი ცხოვრება გვაქვს და უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით“, - ირინა დუმბაძე, m2-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„გზავნილი - ‘’იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ძალიან ახლოს არის ჩვენი სტუდიის ხასიათთან და ხელოვნების ფილოსოფიასთან. m2-თან კოლაბორაცია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, გავხდეთ თქვენი სახლის შემოქმედების ნაწილი“, -ნათია ზირაქიშვილი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

„ჩვენთან თითოეული ნივთი ინდივიდუალური დიზაინით იქმნება და ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური ხასიათი“, - მარიამ მარგიანი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

m2-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციას ქმნიან და ის ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს აერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურებს, ლეპტოპის ჩანთებს, მობილურის ჩასადებებს, სამგზავრო ჩანთებს, საპასპორტეებს, კიმონოებს, სახლის აქსესუარებს და სხვას.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი - www.liveyourownlife.ge, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს