ჯერ არ აგირჩევია სამომავლო პროფესია? – BTU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

კომპანიების წარმატების მთავარი გარანტი სწორი მენეჯმენტია, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და ლიდერების მხრიდან მუდმივად ახალი გამოწვევების დაძლევას. აღნიშნულს კი სპეციფიკური უნარები და ცოდნა სჭირდება, რომელთა შეძენაც როგორც თვითგანათლებით, ისე აკადემიურ დონეზეა შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით დამწყები მენეჯერებისთვის ან მათთვის, ვინც პროფესიას მხოლოდ ახლა ირჩევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართ ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით იმდენად გაზრდილია, რომ მის შესახებ იწერება და შემდეგ ათობით ენაზე ითარგმნება პროფესიული ლიტერატურა, რომელიც გვიამბობს შეცდომებისა და წარმატებული მაგალითების შესახებ, გვაწვდის ერთგვარ „რეცეპტებს“, რა სახის ცოდნა მივიღოთ, როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია და შემდეგ სხვებზე როგორ მოვახდინოთ დადებითი ზეგავლენა.

იმის გათვალისწინებით, რომ მენეჯმენტი მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებიც შესაბამისად არის განვითარებული და თანამედროვე მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია. უცხოური წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების საფუძველზე „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ საქართველოშიც შექმნა ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც უნიკალურია იმით, რომ სტუდენტს მენეჯმენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს ერთმანეთთან კავშირში შეასწავლის.

პროგ­რა­მის მი­ზა­ნია, სტუ­დენტს დაეხმაროს ისეთი კომპეტენციების გამომუშავებაში, რომელიც სა­შუ­ა­ლე­ბას მისცემს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ბიზნესპრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში, გადას­ცეს უახ­ლე­სი ცოდ­ნა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ძირითა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც შეძ­ლებს, და­გეგ­მოს და განახორციე­ლოს ინო­ვა­ცი­უ­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გამოყენე­ბით, ხელი შე­უ­წყოს ინო­ვა­ცი­უ­რი აზროვნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც მას დაეხმარება კონკურენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კომპანიის შექმნაში ან წარმატებულ მენეჯმენტში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­ის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი არის ის, რომ სტუ­დენ­ტებს არა მხო­ლოდ ძლიე­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა შეს­თა­ვა­ზონ, არა­მედ მათ და­საქ­მე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად დაეხმარონ. ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი „და­ა­საქ­მე სმარტსტუ­დენ­ტი“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, წამ­ყვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ბიზ­ნე­სის მიმართუ­ლე­ბით ავ­სე­ბენ გუნდს ახა­ლი, სხარ­ტი და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მქო­ნე BTU-ს სტუდენ­ტე­ბით.

სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია სტუ­დენ­ტუ­რი სტარტაპე­ბი. მეწარმეობას უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი პირველივე სემესტრიდან სწავლობს, წლის ბოლოს კი იმართება მას­შტა­ბუ­რი, ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც ინ­ვეს­ტო­რებ­სა და ფონდე­ბის, პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე, სტუ­დენ­ტე­ბი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარტაპ იდე­ე­ბით წარ­სდგე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სო სტარ­ტაპ იდე­ის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, უნივერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „სილიკონ ველი თბი­ლი­სის“ სა­მუ­შაო სივ­რცე, დაკომპლექტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ტრე­ნე­რე­ბით, კონსულტან­ტე­ბი­თა და მენ­ტო­რე­ბით. უნივერსიტეტის უზ­რუნ­ველ­ვყოფს სტუ­დენ­ტუ­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას იდე­ი­დან კომერცი­ა­ლი­ზა­ცი­ამ­დე, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლების­თვის სა­ჭი­რო ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის მო­ძი­ე­ბა­სა და ბიზ­ნე­სის მდგრა­დო­ბის მხარ­და­ჭე­რას.

BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, რადგან გაცვლითი პროგრამები საშუალებას აძლევთ, ერთი სემესტრი ან თუნდაც წელი გაატარონ შემდეგ უცხოურ უნივერსიტეტებში: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ნიუ-იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი; ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო და სტეფორდშირის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.

მენეჯმენტის პროგრამაზე ისწავლება ეკონომიკის პრინციპები, მარკეტინგის საფუძვლები, ოპერაციათა მენეჯმენტი, მენეჯერული აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, სამეწარმეო სამართალი, პროექტების მენეჯმენტი, ინვესტიციები. პროგრამის წლიური გადასახადი 2250 ლარია, თუმცა სტუდენტებს სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კოდია 195 01 01.

BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა