ანონსი  10 ივლისი

10 ივლისს, 09:00 საათზე, სასტუმროში Hilton Garden Inn Tbilisi, გრძელდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“.

საჯარო ღონისძიებას გახსნის და აუდიტორიას სიტყვით მიმართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 64ა

10 ივლისს, 11:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდება.

მის.: თელავის ქუჩა 20, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“

10 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორის, ინგა ქარჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბოლო პერიოდში გააქტიურებული კიბერთაღლითობის სქემები. რჩევები მოქალაქეებს - როგორ ამოვიცნოთ კიბერთაღლითები".

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

10 ივლისს, 11:30 საათზე, „ერთიანობის“ ლიდერები ახალგაზრდებთან შეხვედრას გამართავენ, 12:00 საათზე კი „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე განცხადებას გააკეთებს.

მის: თამარ ჭოველიძის 4ა, ბიზნესცენტრი „ინ ოფისის“ უკანა ეზო (კაფე st. bunny)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

10 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ ბრიფინგს გამართავენ და მედიის კითხვებს უპასუხებენ გერმანიის ბუნდესთაგის წევრები:

გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, მწვანეები/The Greens რობინ ვაგენერი; ბუნდესთაგის დეპუტატი, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სპიკერი ევროპული პოლიტიკის საკითხებზე (FDP) თომას ჰაკერი; ბუნდესთაგის დეპუტატი, საგარეო კომიტეტის წევრი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, CDU/CSU ფრაქცია კნუტ აბრაჰამი; პრესკონფერენციას მოდერაციას გაუწევს: თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის უფროსი მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი 2014-2019 წლებში რებეკა ჰარმსი.

მის: ჭავჭავაძის გამზ. 64ა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში