ამერიკის აკრედიტაციის კომისიის - AACI განცხადებით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში აკრედიტაციას მიიღებს

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებს.

მათივე ცნობით, AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70% იანი ზღვარი და ისინი მიიღებენ აკრედიტაციას, დანარჩენი ორი საკმაოდ ახლოსაა ზღვართან და დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ისინიც შეძლებენ აკრედიტაციის მიღებას.

მისივე განცხადებით, სასიხარულოა, რომ წინასწარი შეფასების შედეგად უმეტესობა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და შეუძლიათ აკრედიტაციის მიღება, წლის ბოლომდე ყველას ექნება ვადა გამოასწოროს ხარვეზები. მთავარია, იყოს მენეჯმენტის მყარი გადაწყვეტილება. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც მათ მიეცათ.

„AACI ამერიკა საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს. ყველა მათგანში უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება და კლინიკებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები AACI-ის სტანდარტების დასანერგად. მაისის თვიდან მიმდინარეობს ძირითადი შეფასებები, რათა კლინიკების აკრედიტაციის პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდეს. თუმცა 4 კლინიკაში პროცესი შეჩერდა, ვინაიდან ეს კლინიკები ჯერ არ არიან მზად AACI ის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით 2025 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის