„ალდაგის“ საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM Best „ალდაგის“ ფინანსური სიძლიერის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურობამდე გააუმჯობესა და საკრედიტო რეიტინგი bb+ მიანიჭა. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე.

AM Best-ის შეფასებით, „ალდაგის“ საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.

პერსპექტივის გაუმჯობესება მოჰყვა „ალდაგის“ უკეთეს შედეგებს ფინანსური სიჯანსაღის თვალსაზრისით. AM Best-ის შეფასებით, „ალდაგს“ აქვს ანდერაიტინგის მაღალი სტანდარტი და რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება.

„AM Best იმედოვნებს, რომ „ალდაგი“ შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით. შეფასება ასევე ითვალისწინებს „ალდაგის“ ლიკვიდურ საინვესტიციო პორტფელს და საშუალო დამოკიდებულებას გადაზღვევაზე, ასევე გადამზღვევი პარტნიორების ფინანსურ სიძლიერეს“,- წერს სააგენტო.

კომპანიის ცნობით, „ალდაგი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს ბაზრის 30%-იან წილს.

„ალდაგის“ მონაწილეობა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში კომპანიის ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს“,- ნათქვამია AM best-ის განცხადებაში.

„მოხარული ვართ, რომ წელს უკვე მეორედ გვაფასებს ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია, როგორიცაა AM Best. მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ კომპანიის პერსპექტივა სტაბილურობიდან პოზიტიურობამდე გაუმჯობესდა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი კვლავ მაღალი - bb+ დარჩა. ეს არის ქართული კომპანიის საერთაშორისო წარმატება, რომელიც ჩვენი გუნდის მუდმივი განვითარებისა და შრომის შედეგია. გაუმჯობესებული რეიტინგი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში,“- აცხადებს „ალდაგის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

„ალდაგი" ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია