№1678 და №1679 კონსტიტუციურ სარჩელებზე არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, 2024 წლის 10 და 11 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1678 და №1679).

მათივე ცნობით, განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ექიმის მიერ შეიძლება შეიზღუდოს პაციენტის უფლება უარი თქვას მკურნალობაზე ან/და სამედიცინო ჩვენების მიხედვით, სათანადოდ დამტკიცებული მეთოდებით, გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა. მოსარჩელის პოზიციით, პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარება, უფლებაში ჩარევის ინტენსივობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ პაციენტმა, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან შეუსაბამო მკურნალობისა და მეთოდების გამოყენების შედეგად, შეიძლება განიცადოს იმგვარი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რაც ასევე გაუთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

საკონსიტუციო სასამართლოს თანახმად, გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს მისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების, მის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის, არჩევნებში მონაწილეობის, განათლების მიღების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გავლის, წერილის მიღება-გაგზავნის, ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, მნახველის მიღების, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების, პირველადი მოხმარების საგნების შეძენის, რელიგიური რიტუალის შესრულებისა და აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლებები. ამასთან, განმარტავენ, რომ ამ თვალსაზრისით, მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რის შედეგადაც იზრდება ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი.

ამასთან, განმარტავენ, რომ საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

„ დავის საგანი: №1678 კონსტიტუციურ სარჩელზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით.

№1679 კონსტიტუციურ სარჩელზე: ბ.ა) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ.ბ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; ბ.გ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ.დ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ.ე) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ.ვ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით; ბ.ზ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა