იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმძღვანელოზე იმუშავეს მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ, ზოია ხასიამ და ნუნუ მაღლაკელიძემ.

„სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური კოდექსის ნორმათა ანალიზს, სასჯელაღსრულების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ისე, სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის.

საგრანტო პროექტის შედეგები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის მოადგილეებთან, სახელმძღვანელოს ავტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სისტემის თანამშრომლებისა და, ზოგადად, იურისტების მომავალი თაობის მომზადება სასჯელაღსრულების სამართლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებების სფეროში.

,,სახელმძღვანელოში დეტალურად განხილულია პატიმართა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უფლებები, რომელთა ცოდნა და დაცვა აუცილებელია პენიტენციური დაწესებულებების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. ასევე, წარმოდგენილია უცხოური ლიტერატურის, საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებში საკითხზე მრავლისმომცველი წარმოდგენის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელოს აქტუალობასა და სასჯელაღსრულების სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

„საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია