კახა ქემოკლიძე - „ლელოს“ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, ოღონდ არჩევნების შემდეგ - გაგვიხარდება, მოახერხონ ბარიერის გადალახვა ისე, რომ გამოწვევებს გაუძლონ

„ლელოს“ ჩვენ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, ოღონდ არჩევნების შემდეგ, იმიტომ, რომ „ლელო“ ჩვენ გვჭირდება პოსტარჩევნების ვითარებაში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტი, რომ „ლელოსა“ და „ახალს“ შორის შეთანხმება ვერ შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ „ლელო“ არსებულ რისკებს აცნობიერებს.

„მე მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ამ არჩევნებისთვის მაქსიმალურად მკაფიოდ გამოიკვეთოს ისეთი პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ იქნებიან დაკავშირებული, ან თანაბრად იქნებიან დისტანცირებული როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“. საზოგადოება დაღლილია ამ ორი დიდი პოლიტიკური ჯგუფის ბოლო 12 და წინა 9 - წლიანი მმართველობის შემდეგ, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით. „ლელო“ თუ მოახერხებს იმას, რომ პოლიტიკურ ველზე თავისი „დომეინი" მკაფიოდ გამოკვეთოს, როგორც თანაბრად დისტანცირებული, ჩემი აზრით ეს მათთვის სასარგებლო იქნება. გადაწყვეტილება, რომ პარტია „ახალთან“ „ლელოს“ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგა, გარკვეულწილად ერთ-ერთი დეტერმინანტია იმისა, რომ ისინი აცნობიერებენ რისკებს. ისინი აანალიზებენ იმ მოცემულობას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშია შექმნილი. მოახერხებენ თუ არა საბოლოო ჯამში საკუთარი თავის მტკიცედ დამაგრებას ამ სივრცეზე და ლანდშაფტზე, ეს გამოჩნდება.

„ლელოში” და ზოგადად ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც განათლებული ადამიანები არიან, რომლებსაც ნამდვილად გული შესტკივათ საქართველოზე და უნდათ ამ ქვეყნის წინ წასვლა, ჩვენ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია არჩევნების შემდეგ იმიტომ, რომ „ლელო“ ჩვენ გვჭირდება პოსტ-არჩევნების ვითარებაში. ჩვენ გაგვიხარდება, რომ მათ მოახერხონ ბარიერის გადალახვა ისე, რომ გამოწვევებს გაუძლონ", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე