რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ავრცელებს.

„დაახლოებით, 04:00 საათზე, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა“, - წერს ვასილი გოლუბევი „ტელეგრამის“ არხზე.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია