მარია ზახაროვა - ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

„ზუსტად ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება იმ ფაქტზე, რომ შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, ახალისებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას და ასევე მოვიყვანე პრეზიდენტებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების ამერიკული ტრადიციის მაგალითები“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია