„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ზავის მიღწევის შესახებ მოლაპარაკებებს წყვეტს

დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალჩინოსნის განცხადებით, ისინი ღაზის სექტორში მიმდინარე ომში ზავის მიღწევასა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს წყვეტენ, რისი მიზეზიც ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტა და მოლაპარაკებების მიმართ მისი დამოკიდებულებაა, - ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

მაღალჩინოსნის განცხადებით, „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ საერთაშორისო შუამავლებს განუცხადა, რომ „მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი ოკუპანტის (ისრაელის) არასერიოზულობა, გაჭიანურებისა და დაბრკოლებების უწყვეტი პოლიტიკა და უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე ხოცვა-ჟლეტაა“.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ალ-მავასის ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 92 ადამიანი დაიღუპა, 300 კი - დაშავდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს