ანონსი 15 ივლისი

15 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.

თემა: „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში”.

მის: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”.

15 ივლისს, 10:00 საათზე, ოზურგეთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკის სამინისტროში გასაჩივრებული ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზია

მის: ოზურგეთი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ

საკონტაქტო: დავით მჟავანაძე - 595 31 10 00

15 ივლისს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ოფისში, პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერი თამარ კორძაია ახალგაზრდებს შეხვდება, ხოლო 11:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4, სართ. 4

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

15 ივლისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ივლისს, 11:00 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გივი მიქანაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ერეკლე II მოედანი N3

15 ივლისს, 11:00 საათზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამართავს ბრიფინგს.

თემა: „რა დგას ამნისტიის უკან? „ოცნების“ წინასწარი გარიგება ზონდერებთან. დაუსჯელობის გარანტიები ზონდერებს და ჰუმანურობის სახელით მოტყუებული ბრალდებულები და მათი ოჯახები“.

მის: ბელიაშვილის ქ.68, პარტიის ოფისი

15 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე კანონი გამკაცრდა - ცვლილებები ბრაკონიერობასთან და გემების მიერ ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ივლისს, 11:00 საათზე, საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიშს წარადგენს.

მის: ჯანსუღ კახიძის #15

15 ივლისს, 11:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ანგარიშის „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“ პრეზენტაციას გამართავს.

თემა: „ანგარიში ასახავს 6 ნოემბრიდან 30 მაისის ჩათვლით საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს. საპროტესტო აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების, კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის არაერთი უხეში დარღვევა, ძალადობის წახალისება, აქციის მონაწილეთა დაშინებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები“.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი - 599 899 627

15 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

15 ივლისს, 17:00 საათზე, პროფესორი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

15 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფიზიკაში რიგით მე-8 ოლიმპიადა (EuPhO 2024) გაიხსნება.

მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი #98

საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი - 593 260 609

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის