დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტას მოითხოვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ინფორმაციით, აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი, ჯო ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტის ბრძანებას გასცემს, - ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა.

„მან თქვა : „ჩვენი ცნობებით“, ბაიდენი უბრძანებს იუსტიციის სამინისტროს, შეწყვიტოს ტრამპის სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე. ჯერჯერობით, ამის საჯარო ნიშანი არ არსებობს“, - წერს New York Post-ი.

ამასთან, გამოცემასთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აფასებს სატელეფონო ზარს ჯო ბაიდენისგან, რაც, მისი თქმით, „კარგი და ძალიან კარგია“.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენსა და მას შორის ამიერიდან უფრო ცივილური კამპანია იქნება, თუმცა, დონალდ ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს