ამერიკის აკრედიტაციის კომისიის - AACI-ის განცხადებით, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიდში მიიღებს აკრედიტაციას

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.

„AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI-ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70%-იანი ზღვარი და ისინი მიიღებენ აკრედიტაციას, დანარჩენი ორი საკმაოდ ახლოსაა ზღვართან და დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ისინიც შეძლებენ აკრედიტაციის მიღებას.

მისივე განცხადებით, სასიხარულოა, რომ წინასწარი შეფასების შედეგად უმეტესობა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და შეუძლიათ აკრედიტაციის მიღება, წლის ბოლომდე ყველას ექნება ვადა გამოასწოროს ხარვეზები. მთავარია, იყოს მენეჯმენტის მყარი გადაწყვეტილება. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც მათ მიეცათ.

AACI ამერიკა საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს. ყველა მათგანში უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება და კლინიკებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები AACI-ის სტანდარტების დასანერგად. მაისის თვიდან მიმდინარეობს ძირითადი შეფასებები, რათა კლინიკების აკრედიტაციის პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდეს. თუმცა 4 კლინიკაში პროცესი შეჩერდა, ვინაიდან ეს კლინიკები ჯერ არ არიან მზად AACI-ის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით 2025 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ“, - ნათქვამია საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს