სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

„ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

სემეკის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა.

„კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს. კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი, ეროვნული და საერთაშორისო/ევროპული საკანონმდებლო აქტების, ქართული კანონმდებლობის ევროპულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმოხილვა, ასევე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი ტენდენციები და საჭიროებები.

„ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.v4share.com

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი).

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია