საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს.

შეხვედრას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, BAG-ის ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მინისტრის ბრძანებაში შესულიყო მეტი კონკრეტიკა, რაც სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესს მეტად გამჭვირვალესა და სამართლიანს გახდიდა.

შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც ღია დისკუსიის ფორმატში შესაძლებლობა ჰქონდათ, ცვლილების პროექტთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, რაც მხარეების შეთანხმებით, გათვალისწინებული და ასახული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულ პროექტში.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან საკმაოდ აქტიური კომუნიკაციის შედეგად, BAG-ის ინიციატივით, მოხდა ცვლილების პროექტის მომზადება, რათა სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესი გახდეს მეტად გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება წევრი კომპანიების ინტერესების დაცვა და შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა. მადლობას ვუხდით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია ყოველთვის მოიტანს პოზიტიურ შედეგებს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს