ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნას დაეთანხმა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალისა და მისი მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით მუშაობას მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნამდე გააგრძელებს.

„იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკის პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ და შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში. .

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თანამდებობის დატოვების თხოვნით 8 ივლისს მიმართა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულმა ბლოკმა მეორე ადგილი დაიკავა და ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაკარგა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინ ატალის ეს თხოვნა არ მიიღო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს