საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „საქკაბელს“ სოლარ კაბელის გამოშვებას ულოცავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „საქკაბელს“ სოლარ კაბელების წარმატებულ წარმოებას, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმზე წარადგინა. „საქკაბელმა“ საზოგადოებას ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 50-მდე ნიმუში გააცნო, მათ შორის სოლარ H1Z2Z2-K კაბელი, რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. კომპანიამ ფორუმზე ასევე მზის ელექტრო სადგურების სამონტაჟოდ საჭირო სხვა საკაბელო და არასაკაბელო მიმართულების პროდუქტები წარადგინა, რომელზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ სოლარ H1Z2Z2-K კაბელი ცეცხლმედეგი, ჰალოგენისგან თავისუფალი, მოკალული სპილენძის კაბელი გარემო პირობების მიმართ მედეგობით გამოირჩევა, კერძოდ, ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს ერგება, როგორც მზის სხივების ხანგრძლივ დაცხუნებას, ასევე ძლიერ უამინდობას. გარდა ამისა, კაბელს მინიმუმ 25 წლიანი საექსპლუატაციო პერიოდი გამოარჩევს, ხოლო მისი სამუშაო ტემპერატურა 90-120°C-ია.

განახლებადი ენერგიის ნებისმიერ მომხმარებელს უკვე შეუძლია „საქკაბელის“ ქსელში შეარჩიოს: კაბელების საჭირო სახეობა, გოფრირებული მილი და „შნაიდერ ელექტრიკის“ პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ „საქკაბელის“ წარმოებული „სოლარ“ კაბელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას საიზოლაციო მასალაში გამოყენებული ფრინველებისა და მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატის შემცველობა წარმოადგენს.

„ჩვენს ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამომუშავების დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ტრანზიციის გზაზე. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რომელიც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა“ განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.

„სასიხარულოა, რომ „საქკაბელის“ პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანიის მიერ წარმოებულ „სოლარ“ კაბელზე შესაბამისი სერტიფიკატი ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა“ გასცა. აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების თუ გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა. მოხარული ვართ, რომ „საქკაბელს“, როგორც ქვეყნის საკაბელო ინდუსტრიის ლიდერ კომპანიას, ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს