საია-ს თავმჯდომარე - ქვეყანაში გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ არსებობს - „რუსული კანონის“ მიღება მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ქვეყანაში გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ არსებობს.

საია-მ კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა თემაზე - „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“. როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, გამოწვევების პარალელურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში ახალი გამოაქვეყნა, რომელიც პრაქტიკას და კანონმდებლობას მიმოიხილავს, საერთაშორისო სტანდარტებთან ადარებს და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს ეხება გენდერულად მოტივირებულ დანაშაულს, შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ, როგორც კანონმდებლობა, ასევე სასამართლო გადაწყვეტილები და სხვა პრაქტიკა, რომელიც ამ მიმართულებით ძირითად ტენდენციებს გამოკვეთს. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით არაერთი გამოწვევა კვლავაც რჩება. ასევე აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ, ამ თემებს იყენებენ პოლიტიკოსები, რომლებიც დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებენ, ხშირად ამას წამახალისებელი ეფექტი აქვს. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ იმ ფონზე, როცა ამდენი გამოწვევა არსებობს ქალების და ზოგადად, გენდერულად მოტივირებული დანაშაულის მიმართულებით, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, „რუსულ კანონის“ მიღება, რომელიც პირველ რიგში, ზუსტად, მოწყვლად ჯგუფებს აზიანებს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სამწუხაროდ, ამ კანონის მოქმედების პირობებში, ეს მდგომარეობა უფრო გაუარესდება და ადამიანები იმ სერვისს ვეღარ მიიღებენ, რომელსაც დღეს იღებენ“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

საია-ს ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორის, თამარ ონიანის განმარტებით, პრობლემად რჩება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირება.

„საია-მ მოამზადა ანგარიში, რომელიც „გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირებასთან დაკავშირებით კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს“ ეხება. ამ კვლევაში სრულყოფილად არის გაანალიზებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კანონმდებლობის საფუძველზე და ასევე, იმ საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე, რომელიც საქართველოს გაერო-ს, თუ სხვა საერთაშორისო ორგანოების წინაშე აქვს. პრობლემად რჩება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირება, მაგალითად, ეს იკვეთება იგივე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების გამოყენებასთან დაკავშირებით, რისკის შეფასების, კითხვარების სწორად, სრულყოფილად შევსებასთან მიმართებით, რაც ცხადია, იმ სავალალო სტატისტიკას იწვევს, რაც გასულ წელს გვქონდა, როცა ყოველ კვირაში ერთ ქალს კლავდნენ, ან მისი მოკვლის მცდელობა ჰქონდათ. ანგარიშს ასევე ახლავს ის რეკომენდაციები, რომელსაც საია მიიჩნევს, ქვეყანაში გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ვითარების მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ონიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია