კახა კალაძე - წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია

წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს, საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც ივლისში ქალაქში რჩებიან.

„გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით, წელს 45-დან 50-მდე გავზარდეთ ბაღების რაოდენობა. საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის - ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით. წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი რიცხვია. ამასთან, პროექტის შედეგად, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს სისტემის 3 100 თანამშრომელი. საზაფხულო ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე, 2 700-მა ბავშვმა გაიარა.

„დაიწყო რეგისტრაცია 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაღებში და ამ დროისთვის, პირველ ეტაპზე, რეგისტრაცია გაიარა 2 700-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, 4 000 ბავშვმა. ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით - გაიხსნება სამი ახალი საბავშვო ბაღი, ასევე, გაიხსნება ორი რეაბილიტირებული შენობა და ალტერნატიული ფართებიდან და ახლომდებარე საბავშვო ბაღებიდან დაუბრუნდებიან განახლებულ გარემოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა-მოდერნიზების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების განხორციელება. ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ პატარებს ნორმალურ გარემოში მოუწიოთ სააღმზრდელო პროცესი. იცით, როგორია ახალაშენებული ბაღები, რა სტანდარტია. ჩვენი მიზანია, დედაქალაქში ბაღის ძველი შენობები არ დარჩეს. მათი სრული განახლება-მოდერნიზება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია