საქართველოს სახალხო დამცველმა ამბროლაურსა და ონში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რაჭის რეგიონს ეწვია და ამბროლაურსა და ონში შეხვედრები გამართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, იოსელიანმა შეხვედრები 16-17 ივლისს გამართა.

„სახალხო დამცველი ამბროლაურში მოქმედი სამოქალაქო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ საკითხებზე ისაუბრა; მოკლედ მიმოიხილა უფლებების თვალსაზრისით წლის განმავლობაში გამოკვეთილი გამოწვევები და მათი გადაჭრისთვის შესაბამისი უწყებებისთვის გაცემული რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასა და მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ამბროლაურსა და ონში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სახალხო დამცველმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს და ახალგაზრდებს აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა ბავშვის უფლებებზე, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე, ბულინგზე და მის სავარაუდო შედეგებზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე. ასევე, ბავშვებს განუმარტა - თუ როგორ უნდა იქცეოდეს პოლიცია არასრულწლოვანთან ურთიერთობის დროს და რა უფლებებით სარგებლობენ ბავშვები, როდესაც მათ პოლიცია აჩერებს. აქვე მიუთითა, ვის უნდა მიმართონ, თუ ფიქრობენ, რომ მათი, ან სხვა რომელიმე ბავშვის უფლებები ირღვევა.

მოგვიანებით, სახალხო დამცველმა ონის სინაგოგა მოინახულა. 130 წლის წინ აშენებული ონის სინაგოგა, რომელიც მრევლის სიმცირის გამო რელიგიურ დატვირთვას აღარ ატარებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ებრაელი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად საუბარი სინაგოგის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საჭიროებებსაც შეეხო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია