ფონდი „ბილივი“ X თაობის ბილიველებისათვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

X თაობის ბილიველებისათვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ გაიმართა, სადაც ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა საინტერესო პროექტებით, შეხვედრებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 2023-2024 სასწავლო წელი შეაჯამეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ბილივი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დახურვის ღონისძიებაზე, ჯგუფებად დაყოფილმა „ბილიველებმა“ მათთვის გამორჩეულ პროექტზე პრეზენტაციები წარადგინეს. „ბილივის“ გუნდის გადაწყვეტილებით შეხვედრაზე გამოვლინდნენ წლის „ბილიველები“, რომლებმაც საკუთარი აქტიურობიდან და მოხალისეობრივ პროექტებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „წლის ბილიველის“ წოდება დაიმსახურეს. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები „ბილივის“ საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობისთვის.

„ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, რეგიონში, კერძოდ ფოთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. არაერთ საინტერესო შეხვედრაზე დასწრებითა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობით, ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ მათ უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში. ამას უკვე 10 წელია მოხალისეობრივად ვახორციელებთ და ძალიან ვამაყობთ ამით“,- განაცხადა ფონდ „ბილივის“ თანადამფუძნებელმა მარიკა ნადარაიამ.

ფონდ „ბილივის“ ინფორმაციით, „ბილივის“ საგანმანათლებლო პროექტების კურსდამთავრებულთა სიას, რომელიც უკვე 550 -ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წელს 35-მდე ფოთელი მოსწავლე შეემატა. ცნობისთვის, ფონდი „ბილივი“ არის არაკომერციული, არაპოლიტიკური დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 10 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად დაფუძნდა. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება. „ბილივი“ ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხმარება ბენეფიციარებს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში, განათლების დონის ამაღლებასა და პროფესიული დონის გაუმჯობესებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია