სავაჭრო პალატამ შეხვედრების ციკლი - „პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის“ დაიწყო

სავაჭრო პალატის ორგანიზებით გურიისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონებში ღონისძიება - „პროფესიული განათლება ბიზნესის განვითარებისთვის“ ჩატარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების მიზანი ბიზნეს სექტორისთვის პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და დონორი ორგანიზაციების პროექტების გაცნობა იყო.

შეხვედრები ღია დიალოგის ფორმატში კერძო სექტორის, სახელმწიფოს და დონორ ორგანიზაციებს შორის ჩატარდა, სადაც რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების, კერძოდ, კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაში უნარების სააგენტოს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობდნენ.

მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ არსებული გამოწვევები და ემსჯელათ მათი გადაჭრის ერთობლივ გზებზე.

სავაჭრო პალატა უნარების სააგენტოსთან ერთად მსგავსი ფორმატის შეხვედრების რეგულარულად გამართვას და საქართველოს ყველა რეგიონის დაფარვას გეგმავს.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს