საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ახალი სადაზღვევო პროდუქტის - რარიტეტული ავტომობილების დაზღვევას იწყებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სათანადო სურვილისა და პროფესიონალიზმის არსებობისას „შეუძლებელი არაფერია“, ხაზი გაუსვა რა მისი სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს - მომხმარებელზე ორიენტირებულობას,- ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე სოფიო გრაკალიშვილმა რარიტეტული ავტომობილების დაზღვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რარიტეტული ავტომობილი, როგორც წესი, მეტად ძვირფასი და დაუფასებელი ქონებაა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სათანადო სურვილისა და პროფესიონალიზმის არსებობისას „შეუძლებელი არაფერია“, ხაზი გაუსვა რა მისი სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს - მომხმარებელზე ორიენტირებულობას. საქმე ამჯერად რარიტეტული ავტომობილების დაზღვევის ახალი პროდუქტის დანერგვას შეეხება. როგორც ცნობილია, აქამდე ეს დაზღვევა მიუწვდომელი იყო ჩვენთან და ახალი დაზღვევის სერვისი უდავოდ საინტერესო გახდა მათთვის, ვინც განსაკუთრებულ და უნიკალურ ავტომობილებს ფლობს.

რა არის რარიტეტული ავტომობილი? - რარიტეტული არის ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა უნიკალურობით, ტირაჟით, ასაკითა და საავტომობილო ისტორიული მნიშვნელობით. ეს ავტომობილები ხშირად გვხვდება მუზეუმებში, კოლექციებსა და ავტოჩვენებებზე. მათი ზუსტი შეფასება და მოვლა მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და ყურადღებას. ყველაზე კარგი პარალელი რარიტეტულ ავტომობილთან შეიძლება იყოს ფერწერული ნამუშევარი, რომელიც საინჟინრო ენითაა გადმოცემული.

რატომ არის საჭირო რარიტეტული ავტომობილების დაზღვევა?- რარიტეტული ავტომობილი, როგორც წესი, მეტად ძვირფასი და დაუფასებელი ქონებაა. მათი დაზიანების, დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, სტანდარტული სადაზღვევო გეგმები ხშირად არ მოიცავს ასეთი ზარალის ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, რარიტეტული მანქანების მფლობელებს სჭირდებათ სპეციალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტიპის ანაზღაურებას, მათ შორის, აღდგენისა თუ ჩანაცვლების ხარჯებს.

და ბოლოს, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ახალი დაზღვევის პროდუქტი მათთვის, ვისაც აქვს რარიტეტული მანქანა და სურს მისი დაცვა და შენარჩუნება მფლობელებს აძლევს ძვირფასი ქონების დაცვის - მშვიდად ყოფნის საშუალებას, რადგან იციან, რომ მათი უნიკალური ავტომობილი სრულყოფილად დაზღვეულია ჩვენ კომპანიაში - და მომავალი საიმედო ხელშია“,- აღნიშნა სოფიო გრაკალიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია