ირაკლი კობახიძე - საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს გაუზიარებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით.

„დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

„ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. შავი ზღვის რეგიონისთვის კონკრეტულად იქნება ძალიან საინტერესო. მათ შორის, კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი ევროპელ პარტნიორებთან.

ორმხრივ ფორმატში გვექნება კოლეგებთან საუბრის საშუალება. ვისაუბრებთ ყველა თემაზე, მათ შორის, ყველა პოლიტიკურ თემაზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს