გია ვოლსკი „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე - ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი, ვერც წარმომიდგენია, რომ ვინმე რეჟისორსაც კი ჰქონდეს თავის ფილმში აღწერილი

გახარია „ლელოს“ უცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ კლანს უნდა გამოგლიჯოს და გადაარჩინოს. "ლელო" ამბობს, თუკი განმარტებებს მოგვცემ 20 ივნისთან დაკავშირებით, როდესაც გახარიას "თვალთხარია" შევარქვითო... ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი, მე მაგალითად, ვერც წარმომიდგენია, რომ ვინმე რეჟისორსაც კი ჰქონდეს თავის ფილმში აღწერილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა "ლელოსა" და "გახარია საქართველოსთვის" შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ძალების გადალაგების მიზანია, რომ "ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი" და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, თუმცა ვოლსკის განმარტებითვე, მათ წარმატება არ ექნებათ.

"გახარიამ უკვე შექმნა თავისი კოალიცია "ნაცმოძრაობასთან". სააკაშვილს გაუხსნა გზა და პრემიერ-მინისტრის რანგიდან გადადგომის მიზეზი, მთავარი ამოცანა ის იყო, რომ დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში და პროცესი განევითარებინა, მით უმეტეს, რომ კანონის დარღვევა აშკარა იყო მელიას მხრიდან. აი, ამ თემასთან დაკავშირებით მას ჰქონდა ცალსახა პოზიცია. დღესაც ცალსახა პოზიცია აქვს და ზოგიერთ საკრებულოში მათი თანამშრომლობა არის აშკარა. დღეს, "ნაცმოძრაობა" ეუბნება რომ ასეა. ეს ეუბნება "ნაცმოძრაობას" რომ თითქოს, იყენებენ. [გახარია] "ლელოს" უცხადებს, რომ "ნაცმოძრაობის" კლანს უნდა გამოგლიჯოს და გადაარჩინოს. ის ["ლელო"] ამბობს, რომ თუკი განმარტებებს მოგვცემ 20 ივნისთან დაკავშირებით, როდესაც გახარიას "თვალთხარია" შევარქვითო... ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი, მე მაგალითად, ვერც წარმომიდგენია, რომ ვინმე რეჟისორსაც კი ჰქონდეს თავის ფილმში აღწერილი. ასეთი რამე არ არსებობს, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ამ ძალების გათამაშება, გადალაგება სწორედ იმიტომ არის, რომ ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, თუმცა მე არა მგონია, რომ წარმატება ჰქონდეთ," - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს