„დიდგორელის“ მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებას უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად ღონისძიებაზე თეთრიწყაროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

„არემჯის“ განმარტებით, ისტორიის კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან „არემჯის“ მხარდაჭერით იმართება, მხოლოდ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.

„2024 წლის ახალციხის დიდგორელი #5 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ქომოშვილი გახდა, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგი ტყუპმა დებმა ანი და მარიამ ჩოხელებმა აჩვენეს. პირველად „დიდგორელის“ ისტორიაში, კონკურის ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, ერთის ნაცვლად ორი გამარჯვებული გამოევლინა, რადგან გოგონებმა კონკურსის ყველა ტურში იდენტური - უმაღლესი შედეგი აჩვენეს. ტრადიციულად, გამარჯვებულებს „არემჯისგან“ 6-თვიანი სტიპენდია გადაეცემათ.

„მოხარული ვარ, რომ „დიდგორელის“ ყოველ ახალ სეზონზე ამდენ ახალგაზრდას ვხედავ, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით. ეს კონკურსი არ არის მხოლოდ სახელმძღვანელოდან კონკრეტული მნიშვნელოვანი თარიღების დამახსოვრება და შემდეგ ტესტში მაღალი ქულების მიღება, „დიდგორელი“ პირველ რიგში, ახალგაზრდების ერთობაა, რომლებსაც უყვართ სწავლა, განვითარება, გამოწვევები, ახალი მეგობრების შეძენა, უყვართ თავიანთი ქვეყანა. „არემჯის“ მიერ დაწესებული სტიპენდიაც სწორედ ასეთი ახალგაზრდების წახალისებას და მათ განვითარებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატალი ნოზაძემ.

„ისტორიის კონკურსი „დიდგორელი“ სასკოლო ასაკის მოსწავლეების კონკურსია, რომელიც 2019 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დაიწყო და ამ დრომდე 10-მდე სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. პროექტი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას საქართველოს ისტორიით.

პროექტი მრავალკომპონენტიანია და მოიცავს როგორც ტესტის დასაწერად მოსამზადებელ ნაწილს, ისე შემეცნებით აქტივობებსაც, როგორებიცაა სტუმრობა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, ლექციებზე დასწრება, მოსწავლეთა კონფერენციების მოწყობა, მინი ფილმების გადაღება ისტორიულ თემებზე და ა.შ.

„არემჯისთან“ ერთად წლების მანძილზე „დიდგორელს“ არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასთან.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში „არემჯი“ მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული სტუდენტური პროგრამები და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის, როგორიც არის „დიდგორელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია