სემეკმა „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, საირიგაციო წყლის არაპროფილური მომხმარებლების (ტბორები, ტექნიკური წყლის მომხმარებლები) გამრციხველიანების გეგმა მოიცავს 2024-2025 წლებს, ხოლო საბალანსო (მუდმივი) მიწოდების წერტილების მოწყობა-რეკონსტრუქციისა და გამრიცხველიანების გეგმა 2025-2035 წლებისთვის განისაზღვრა.

„შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, აღრიცხვის სისტემების გამრციხველიანების გეგმის ფარგლებში, მიმდინარეობს სამელიორაციო დანიშნულების არხებისა და სარწყავი ფართობების აღწერა, ასევე წყლის მიწოდების წერტილების განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოები.

რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას წარმოადგენს საირიგაციო სისტემებზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა. წყალმომხმარებელთა გამრიცხველიანება, რომლის საფუძველზეც მოხდება წყლის აღრიცხვა, ხელს შეუწყობს საირიგაციო წყლის რაციონალურ მოხმარებასა და დაზოგვას.

სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების“ წესების შესაბამისად, მელიორაციის სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგებაზე სწორი მოლოდინების შექმნა, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესრულების, მოხმარების შესაბამისი ღირებულების დარიცხვის უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება