დანიის პრემიერ-მინისტრი - თანაგრძნობა იარაღი არ არის, ის უკრაინას ვერ დაიცავს - დაშოშმინებამ არ იმუშავა 2014 წელს, ისევე, როგორც დაშოშმინება არ იმუშავებს ახლა

არ არის საკმარისი ის, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ზოგჯერ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მცდელობას განიხილავს არა მის უკანასკნელ ნაბიჯად, არამედ ერთ-ერთ ნაბიჯად მისი იმპერიული ოცნებებისა და ამბიციების განსახორციელებლად, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ შეიძლება დავუშვათ, რომ პუტინმა სუვერენული ქვეყნის საზღვრები შეცვალოს ძალის გამოყენებით არა მხოლოდ უკრაინაში და არც არსად მსოფლიოში. 2014 წელს ყირიმში შეჭრის შემდეგ, ჩვენ, ევროპელებმა ვცადეთ რუსეთთან მოლაპარაკება იმ იმედით, რომ რუსეთი პატივს სცემდა თამაშის ჩვენს წესებს, მაგრამ მათ მიღწეულ შეთანხმებებს პატივი არ სცეს. ჩვენმა საერთო სტრატეგიამ, მოგველაპარაკა მათი პირობებით, არ იმუშავა. რუსეთის ნდობა არ შეიძლებოდა მაშინ და რუსეთს არ უნდა ვენდოთ ახლაც. ასე რომ, დაშოშმინებამ არ იმუშავა მაშინ, ისევე, როგორც დაშოშმინება არ იმუშავებს ახლა“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებასა და ღირებულებებს ეხება.

„ჩვენ უკრაინას უნდა აღმოვუჩინოთ საჭირო სამხედრო მხარდაჭერა. თანაგრძნობის გამოხატვა იარაღი არ არის. ის ვერ დაიცავს უკრაინას, უკრაინელ ბავშვებს - ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენს საერთო ქმედებებს შეუძლია. ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ უკრაინის და ევროპის ბედი დღეს წყდება, უნდა მივაწოდოთ მას ყველა საჭირო დახმარება სასწრაფოდ. უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მეტი იარაღი იმისთვის, რომ გააძევოს რუსეთი თავის ტერიტორიიდან“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა და უინსტონ ჩერჩილის სიტყვების ციტირება მოახდინა: „არ არის საკმარისი ის, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ზოგჯერ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია