პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს და დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული ზ.ქ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ც. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი , 27 ვაზნა მჭიდი და თ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. სამართალდამცველებმა ო.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ო. დააკავეს. პოლიციამ ბ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჯ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 3 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა რ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია