ვახტანგ ცინცაძე - ივნისში ექსპორტი დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და ზრდის ტენდენცია სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის, ფეროშენადნობებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით დაფიქსირდა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების სახით, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ასევე აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს