გივი მიქანაძე - კრიტიკა და მცდელობა, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ამნისტიის ჰუმანური აქტი, არასწორია - მზაობას გამოვთქვამთ, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, თუკი ის შესაბამის არგუმენტაციას ეხება

კრიტიკა და მცდელობა, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ეს ჰუმანური აქტი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს, არასწორია - მზაობას გამოვთქვამთ, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, თუკი ის შესაბამის არგუმენტაციას ეხება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების ძალიან დიდი დაფარვა აქვს.

"ამნისტიის კანონის შედეგად, ათასზე მეტი ადამიანი მყისიერად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და რამდენიმე ათას ბრალდებულს და მსჯავრდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდება. ამ ფონზე გაკეთებული განცხადებები და ერთგვარი საპროტესტო აქცია, რომ თითქოსდა, ამნისტიის კანონი არ შეესაბამება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ინტერესებს, არასწორია. კანონი სისხლის სამართლის კოდექსის 300 მუხლს ეხება და ეს პირდაპირ მიუთითებს, თუ როგორი მასშტაბური და მოცულობითია ამნისტია. ამიტომ ეს კრიტიკა და მცდელობა, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ეს ჰუმანური აქტი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს, არასწორია.

ჩვენ აბსოლუტურად გამოვთქვათ მზაობას, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, თუკი ის შესაბამის არგუმენტაციას ეხება. წინ გვაქვს მეორე მოსმენა, რომელიც მუხლობრივ განხილვას შეეხება. აქაც შესაძლოა ბევრი წინადადება შემოვიდეს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ წინადადებების განხილვისთვის," - განაცხადა მიქანაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს