მაია ბითაძე - ღრმად მწამს, რომ მომავალი ნათელია, რასაც ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის და გააძლიერებს

ღრმად მწამს, რომ მომავალი ნათელია, რასაც ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის და გააძლიერებს , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

„მე ღრმად მწამს, პირველ რიგში იმისა, რომ მომავალი ნათელია, ღრმად მწამს იმისა, რომ ამ ნათელ მომავალს ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის, გააძლიერებს და ეტაპობრივად, ასე ვთქვათ, ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ზოგიერთი უცხოელისგან ჩაჯდება იმ დიპლომატიურ და იმ სწორ ფორმატში, რა ფორმატშიც ჩვენ ამას ვაკვირდებოდით წლების განმავლობაში, სწორედ იმ გზაზე, რომელიც სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“, შევახსენებ ჩვენ ოპონენტებს, მოიტანა 2014 წლიდან დაწყებული რატიფიცირებით, დასრულებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე”, - განაცხადა ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ .

ბითაძის თქმით, საქართველომ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრივი ინტერესები, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ზოგიერთი უცხოელი, რომელსაც არ გაუვლია ის, რაც გაიარა ჩვენმა ერმა.

„მე მჯერა, რომ რამდენიმე თვეში პროცესები აბსოლუტურად შეიცვლება, იმისიც აბსოლუტურად მჯერა, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც აქვს თვითგადარჩენის ძალიან დიდი უნარი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მეხსიერება - რა ხდებოდა 90-იან წლებში, რა ხდებოდა 2008 წელს, როგორი დაცვის ქოლგა გვაქვს ჩვენ, გვფარავს თუ არა ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ფარი ან უსაფრთხოების ნატო-ს ქოლგა, ეს რაც ჩვენ არაფერი არა გვაქვს, ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დავიცვათ, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეტყვის ზოგიერთი უცხოელი, რომელსაც არ გაუვლია ის, რაც გაიარა ჩვენმა ერმა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია