ჯონი ფირცხალაიშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დასახელებულ პირებთან კავშირს უარყოფს

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დასახელებულ პირებთან კავშირს უარყოფს.

“სამი წელია, თბილისში არ ვიმყოფები და ეს ხალხი კი უკვე ხუთი წელია, არ მინახავს. პოლიტიკურ ამბებს ვგებულობ ტელევიზიით და ვკითხულობ გაზეთებს. ვაკეთებ ჩემს საქმეს და მიყვარს ჩემი სამშობლო.; რაც ითქვა, სრული აბსურდია~, - განაცხადა ფირცხალაიშვილმა რადიო “პალიტრასთან” საუბრისას და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მამამისი მკურნალობს.

შს სამინისტრომ დღეს გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ “დელტას” ყოფილი მეთაური გია ღვალაძე ამბოხის ორგანიზებაზე საუბრობს. იგი ახსენებს გია ყარყარაშვილს, დავით თევზაძეს, კობა კობალაძეს, ჯემალ გახოკიძე, ჯონი ფირცხალაიშვილს და სხვა პირებს.

მუხროვანის ბატალიონში ამ დროისთვისაც დაძაბულობაა. იქ იმყოფებიან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

;

;

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება