შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.

„სხდომის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სამუშაო ჯგუფების განახლების საკითხზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს