გურამ მაჭარაშვილი - როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს უცხოურმა ძალამ ოპოზიციაში, 30 მანდატს მაინც ვერ გასცდებიან - ოპოზიციის გადანაწილება ერთი სცენარია, ერთი პატრონი ჰყავთ, რომლის სურვილია, ბარიერი 5 ნომრის გარდა, სხვასაც გადაალახვინოს

როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს უცხოურმა ძალამ ოპოზიციაში, 30 მანდატს მაინც ვერ გასცდებიან - ოპოზიციის გადანაწილება ერთი სცენარია, ერთი პატრონი ჰყავთ, რომლის სურვილია, ბარიერი 5 ნომრის გარდა, სხვასაც გადაალახვინოს, - აღნიშნული შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებაც არავის გაუკვირდება, რადგან 5 ნომრის გარდა, ვერც ერთი გამოკითხვით, ვერც ერთი ლახავს საარჩევნო ბარიერს.

„ოპოზიციაში გაერთიანებები გიორგი ვაშაძის დასალაგებელი რომ გახდება, უკვე ადვილი მისახვედრია, რომ 26 ოქტომბერს მარცხისთვის არიან განწირულები.

„ლელო“ და გახარია ერთმანეთს აშკარად და საჯაროდ აღარ მტრობენ. სამწუხაროდ, მათი გაერთიანებაც არავის გაუკვირდება იქიდან გამომდინარე, რომ 5 ნომრის გარდა, ვერც ერთი გამოკითხვით ვერც ერთი ლახავს ბარიერს. ამიტომ, ვაშაძის ნარატივი, რომ იქნებ, როგორმე "ლელო" და გახარია გაერთიანდნენ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ განწირულები არიან იმისთვის, რომ მარცხი 26 ოქტომბერს დე იურედ გაფორმდეს.

როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს უცხოურმა ძალამ ოპოზიციაში, 30 მანდატს მაინც ვერ გასცდებიან

ამ მანდატებს „ნაცმოძრაობა“ აიღებს, თუ გადაანაწილებენ, ეს „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს