გიორგი ვაშაძე - ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ - გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი

ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ - გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იმყოფება და ამიტომ, მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს იძლევა იმისა, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ეს შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით, შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ჩვენ „ერთიანობა“, როგორც გაერთიანება და ვფიქრობთ, რომ მეტი კონსოლიდაცია და მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს გვაძლევს იმის, რომ „ქართული ოცნება“, ძალა, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. დღეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ იმყოფება ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ გავერთიანდით, ამიტომ ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ და ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს. მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთად დგომა და რაც შეიძლება მეტი კონსოლიდაცია. აქედან გამომდინარე, თქვენ ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ და ჩვენ, ერთიანობის ბლოკი, რომლის სიმბოლო არის ხელის ჩამორთმევა, გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს