გურამ ბაღდოშვილი - National Geographic Traveller Food Fest-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა და მასპინძელი აღმოჩნდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეფ გურამ ბაღდოშვილის თქმით, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია და ფიქრობს, რომ ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები, საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდის.

„საქართველო ჩამოვიდა სტუმრის სტატუსით და National Geographic Traveller Food Fest-ზე მასპინძელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა პავილიონში ბევრი სხვადასხვა საინტერესო ქვეყანა თუ ობიექტი იყო წარდგენილი, ინგლისში მასპინძლები ვიყავით ჩვენ - ქართველები. ასე გამოდის საქართველოს პავილიონზე მოსული ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე. ცომი, ყველი, ხორცი, ნიგოზი და მცენარეული ნაზავი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს ახლო მომავალში. პირდაპირი ფრენები ლონდონი-თბილისი თუ დაინიშნება, ვფიქრობ, დაინტერესება საქართველოს მიმართ კიდევ უფრო დიდი იქნება. ვისაც უნდა ნამდვილად იმოგზაუროს და გაეცნოს ავთენტურ ქვეყნებს, საქართველო სთავაზობს ამას ყველა ტურისტს, მთელ მსოფლიოს. ჩვენ არასდროს ვირცხვენთ ჩვენი ქმედებებით თავს, ნამდვილად მასპინძლები ვართ და ინგლისშიც ვანახეთ თუ როგორი მასპინძელი ქვეყანა ვართ“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან და ფესტივალს ათასობით სტუმარი ჰყავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში