გიგი წერეთელი - ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის ხელისუფლებაში, ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს, თუ შენ რუსეთს ირჩევ და არა დემოკრატიას, ამის მხარდაჭერა გამორიცხულია

ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის ხელისუფლებაში, ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს, თუ შენ რუსეთს ირჩევ და არა დემოკრატიას, ამის მხარდაჭერა გამორიცხულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან, დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის.

„ამერიკის შეერთებული შტატები, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს. თუ არ არის დემოკრატია, თუ შენ რუსეთს ირჩევ პარტნიორად და ადამიანის უფლებებს არ იცავ, შენთან არცერთი ადმინისტრაცია არ იმუშავებს.

საუბარი კვლავ არა სტრატეგიულ ურთიერთობაზე, არამედ სანქციებზე იქნება.

ამის ერთ-ერთი მკაფიო სიგნალი სწორედ ისიც არის, რომ “MEGOBARI ACT“, რომელიც მძიმე ნაწილსაც შეიცავს და ძალიან კარგსაც - სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში, ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჯო უილსონის მიერაა ინიცირებული“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება