„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვილა მოსავალი“ ფართოვდება

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია ამიტომ, ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, „ვილა მოსავალი“ ფართოვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი, 5 მილიონ ლარს შეადგენს და ის ახალი პროექტის განსახორციელებლად ძირითადი საშუალებების შეძენას მოხმარდება.

„ვილა მოსავალი“ თბილისიდან 30 წუთის სავალზე, მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეს აერთიანებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი, 1 ჰა ფართობზე, რესტორნისა („ივენთ ჰოლი“) და კიდევ ერთი განსაკუთრებული აუზის მშენებლობა იგეგმება.

„საქართველოს ბანკი“, ბიზნესებს ახალი პროექტების განხორციელებაში აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება კი ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ვილა მოსავალთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ. მოხარულები ვართ, რომ კომპანია წლიდან წლამდე ძლიერდება და ვითარდება, რასაც აღნიშნული პროექტიც მოწმობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიური რეჟიმით ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ვილა მოსავალის“ გაფართოების პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის პროგრამით, სესხის პროცენტის სუბსიდირებას უზრუნველყოფს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში