მამუკა მდინარაძე - ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით - რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე გაამახვილა ყურადღებაზე და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის დაცვაზე ისაუბრა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჩარევა არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე მხრიდან არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს პატარა და მოწყვლად ქვეყანაში.

„ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც. ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებით დაფინანსებული და დოლარით დაფინანსებული. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან იქნება, აიცილო თავიდან. ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის, ამ ზომაზე ვართ მისულები. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ამაყი იყოს, საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები, ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე ხომ ?! შესაბამისად, ეს იქნება რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის, ვინ რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ, პირველ რიგში და ჩარევებისგანაც თუ თავისუფალი ვიქნები ყველა მიმართულებიდან", - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“