შსს-ს ინფორმაციით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ შეფასების 4 - ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

„საქართველოს 2012 წელს შეკრების თავისუფლების მიხედვით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად და მსოფლიოში 99-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა.

საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, თურქეთი და ა.შ. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ისტორიულად ყველაზე მაღალი შეფასებები საქართველომ წელს და შარშან გამოქვეყნებულ ინდექსში მიიღო“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს