„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმში ფინანსურ, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.

მათივე ცნობით, ტრენინგი სახელწოდებით „ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები“ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან შეხვედრების სერიის ნაწილია.

„ტრენინგს მცირე და საშუალო ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ოთხსაათიან შეხვედრაზე ბუღალტერთა კლუბის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია გაუზიარეს შემდეგ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ტურისტული საქმიანობა; ტურისტული საქმიანობის სუბიექტები; ტურისტული პროდუქტი, ტუროპერატორი, ტურაგენტი; ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები; დაბეგვრის ე.წ. შეღავათიანი რეჟიმები ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის; საგადასახადო შეღავათები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს იმისათვის, რომ მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით მივცეთ მათთვის საჭირო ინფორმაცია, გავუზიაროთ საუკეთესო გამოცდილება და დავაკავშიროთ ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან. ამჯერად ჩვენი და ბუღალტერთა კლუბის შეხვედრა ბათუმში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შედგა და მათ ფინანსურ საკითხებზე არაერთი საკითხი გავაცანით. მოხარული ვართ, რომ ღონისძიების მიმართ დამსწრეებმა მაღალი ინტერესი გამოიჩინეს, სწორედ ამიტომ ჩვენ მომავალშიც არაერთ საგანმანათლებლო შეხვედრას შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

გაიგეთ მეტი „საქართველოს ბანკის“ პროექტებზე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვებგვერდიდან www.bankofgeorgia.ge, ან ადევნეთ თვალყური „საქართველოს ბანკის“ ბიზნესის გვერდს Facebook-ზე.

გაიგეთ მეტი „საქართველოს ბანკის“ პროექტებზე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვებგვერდიდან www.bankofgeorgia.ge, ან ადევნეთ თვალყური „საქართველოს ბანკის“ ბიზნესის გვერდს Facebook-ზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს