გია ჯაფარიძე - 12 წელია საქართველოს მოქალაქეები ებრძვიან უმუშევრობას, სიღარიბეს, მაღალ ფასებს, ამ დროს ხელისუფლება წყვეტს იმ სასიცოცხლო კავშირებს, რომელიც ჩვენ აშშ-სთან გვქონდა

12 წელია საქართველოს მოქალაქეები ებრძვიან უმუშევრობას, სიღარიბეს, მაღალ ფასებს, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება წყვეტს იმ სასიცოცხლო კავშირებს, რომელიც ჩვენ გვქონდა საქართველოს მრავალწლიან პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან,- ამის შესახებ „ერთიანობის“ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი გადახედვის პროცესშია, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს მოუტანს.

„საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, უყენებს ცრუ ბრალდებებს. მაშინ როდესაც შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოსთან ურთიერთობების სრული, ფართომასშტაბიანი და ღრმა გადახედვის პროცესში. ეს ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მოექცევა უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც თავის მხრივ ითარგმნება უმუშევრობის, სიღარიბის გაზრდაში. საქართველოს მოქალაქეები „ქართლი ოცნების“ მხრიდან არიან განწირული სიღარიბისთვის. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს! 26 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება - გვინდა ცხოვრება სიღარიბეში, უპერსპექტივობაში, თუ გვინდა ვიცხოვროთ კეთილდღეობაში და გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობაში. 26 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი არჩევანით გამოვიყვანთ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან და აღვადგენთ იმ პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც გვქონდა წლების განმავლობაში. ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია