„საქართველოს ბანკი“ საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში

„საქართველოს ბანკი“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, - ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, “საქართველოს ბანკი” როგორც ერთ-ერთი წამყვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ინიციატივებსა და მათ შედეგებზე დაყრდნობით კი, საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.

„Euromoney უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკების გამოვლენას ისახავს მიზნად. ყოველი აღიარება გულისხმობს ჟიურისთვის ნომინანტების მიერ აპლიკაციების წარდგენას, რაც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ ფინანსურ ინსტიტუტს, გაგვიზიარონ საკუთარი ისტორია, მიღწევები, ინოვაციები და შედეგები, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში განახორციელეს. გამარჯვებულების გამოსავლენად კი, ჩვენ ვიყენებთ ბაზრის კვლევის მეთოდს, ვაფასებთ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებს, ვატარებთ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ვასახელებთ გამარჯვებულებს“,- აღნიშნულია Euromoney-ს განცხადებაში.

როგორც “საქართველოს ბანკის” კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი ანა ლომთაძე განმარტავს, ძირითადი ინიციატივები განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას ემსახურება.

„საქართველოს ბაკში” მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამისათვის, 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. ჩვენი ძირითადი ინიციატივები განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას ემსახურება. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ “საქართველოს ბანკის” სტიპენდიების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გვყავს უკვე 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი; ამასთან, აქტიურად ვახორციელებთ “საქართველოს ბანკის” იდეათეკების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს მულტიფუნქციური, თანამედროვე ინსტრუმენტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე; სულ ახლახან კი დამატებით, მარტყოფში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გავხსენით 23-ე იდეათეკა. ასევე, აქტიურად ვუწყობთ ხელს მოსწავლეების მომავლის პროფესიებით - STEM მეცნიერებით დაინტერესებას და ეს ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა. მინდა მივულოცო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ეს გამარჯვება. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას შემოგთავაზებთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკი” ემსახურებოდა 1.8 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს.

“საქართველოს ბანკი” ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 38.7%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.2%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 40.2%) მიხედვით. (2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).

“საქართველოს ბანკი” კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკი” ემსახურებოდა 1.8 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა