საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს

საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრები ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ბერ-მონაზვნებისთვის განკუთვნილი კელიები, სატრაპეზო და ღვინის მარანი დაათვალიერეს.

ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები და მათი მნიშვნელობა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ შეაჯამა.

„სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი უკვე დიდი ხანია არსებობს და ერთმანეთთან ურთიერთობის საკმაოდ კარგი ტრადიცია აქვს. ორი დღის განმავლობაში ახალქალაქსა და ახალციხეში საინტერესო და საქმიანი შეხვედრები გავმართეთ, დღეს კი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დავათვალიერეთ. საინტერესო თემები მიმოვიხილეთ, მათ შორის ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე და იმ საკითხებზე, რომელიც ისტორიულად აერთიანებს, აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და მოსახლეობას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

როგორც მეგობრობის ჯგუფის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტები თანამშრომლობის კარგი ფორმატია.

„აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო დელეგაციები მაღალი რანგით არიან წარმოდგენილი და მეგობრობის ჯგუფებს ყოველთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, ჩვენი სომეხი კოლეგებისგან მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ბევრი სიახლე მოვისმინეთ, საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ასევე ვისაუბრეთ კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გიორგი ვოლსკიმ სომეხ კოლეგას, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, სომხეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უმასპინძლა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში