კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

27 ივლისს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კავკასიის უნივერსიტეტი უკვე 24 წელია, რაც კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვებ ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს.

„ყოველწლიურად, კავკასიის უნივერსიტეტი, ღონისძიების ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდებას ანიჭებს სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით საგანმანათლებლო სივრცის განვითარებასა და გამორჩეული იდეების განხორციელებაში. წელს აღნიშნული წოდება გადაეცემათ: ანტონიო ლეანო დელ კასტილოს - გვადალახარას ავტონომიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; არტურო ჩერბოვსკი ლასკს - სანტანდერის უნივერსიტეტების აღმასრულებელი დირექტორი და მექსიკის უნივერსიტეტების გაერთიანების გენერალური დირექტორი; ჰასან ბ.დიაბს - ლიბანის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი; აფაგ ფაზლოლაჰს - ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავენ - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ასევე, მოწვეული საპატიო სტუმრები და კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების დეკანები.

გამოსაშვები ცერემონია ტრადიციულად ქუდების აყრითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

კავკასიის უნივერსიტეტი უკვე 24 წელია, რაც გამოსაშვებ ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს კურსდამთავრებულთათვის. 2018 წლიდან ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიულ კამპუსში იმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია