Edison Research - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, ხოლო 11.2 % გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%;

„გირჩი“ - იაგო ხვიჩია 5.2%,

„ლეიბორისტული პარტია“ 3.3%,

„პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ 2.6%,

„მოქალაქეები“ 2.2%;

„ევროპული საქართველო“ 1.9%,

„სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია 0.9%,

სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება/ხალხის ძალა“ - დარწმუნებულია არჩევანში 85%; შეიძლება შეიცვალოს არჩევანი 15%;

„ერთიანობა: ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ შესაბამისად 78% და 22%;

„ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი“ 65% და 35%;

„საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 63% და 37%;

„კოალიცია ცვლილებებისთვის: ახალი/გირჩი-დროა“ – 59% და 41%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 53% და 47%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის